თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ეპიფანე კჳპრელ ეპისკოპოსისა. თხრობაჲ და უწყებაჲ ყოველთა მათ წიგნთა რომელნი შეკრიბნა მეფემან. პტოლემეოსის ზე თარგმანებაჲ მათი.ნაწილი I.

      


ჯერ არს ჩუენდა თარგმანებაჲ ძუჱლისა შჯულისა
   წიგნთა-ცა გამოცხადებად თქუენდა, რაჲმეთუ სარგებელ არს
   თქუენდა მათი-ცა მეცნიერებაჲ რაჲთა იცოდეთ თუ ვიეთნი იყვნედ
   ანუ ვინანი და ვინ მიზეზ იქმნა თარგმანებისა მათისა, და
   ვიეთ პირველად გამოთარგმანეს საღმრთოჲნი წიგნნი ებრაელებრით
   ბერძენთა ენად. და სამეოცდაათორმეტთა კაცთა
   ებრაელთა პირველად გამოთარგმანეს პტოლემეოსის ზე მეფისა,
   რომელნი გამოირჩივნეს ათორმეტთა მათგან ნათესავთა
   ისრაჱლისთა. ექუს ექუსი კაცი [ითოეულისა]გან ნათესავისა
   რიცხჳთ ^.

      და ესე არს სახელი [მათი]: ნათესავისაგან რუბენისი, იოსეპოს,
   ეზეკ[იელ], მალაქია, <ეს>, ეზეკიას, ელისე. ნათესავისაგან
   სიმონისა, იუდა, სჳმონ, სამოელ, ადადვიაზ,
   მატთეოს, სელემიაჲ. ნათესავისაგან ლევისა, ნეემიაჲ,
   იოსეფ, თევდოსიოს, ბისეას, ონნია, დაკის. ნათესავისაგან
   იუდა<>სა, იონათან, აბრეოზ, ელისე, ანანია. ზაქარია,
   ქელკა. ნათესავისაგან იზაქარის[], სალკოროს,
   იაკობ, იენნეოს, საბატეოს, სჳმეონ, ლევი. ნათესავისაგან
   ზაბულონისა, იუდა, იოსებ, სჳმეონ, ზაქარია, სამოელ,
   სელემია. ნათესავისაგან გადისა, საბატეოს. იაკობ.
    სედეკია, ისაფროს, ისიას, საბეთეოს. ნათესავისაგან
   ასერისა, თევდოსიოს. იაზონ, იესუს. თევდოტოს,
   იოჰანე, იოსათამ. ნათესავისაგან დანისა, თეოფილე,
   აბრამოს, არსანიას, იასონ, ენდემია, დანიელ. ნათესავისა
   ნეფთალემისა, იერემია, ელიაზარ, ზაქარია,
   ბენი[ას], ელისე, მატთეოს. ნათესავისაგან იოსებისა,
   სამოელ, იოსებ, იუდა, იონან, ქალებ, დესთეოს.
   ნათესავისაგან ბენიამენისა, ისალონ, იოჰანნე, თევდოსიოს,
   არსამა, აბიტეოს, ეზეკიელ. ესე არიან სახელნი
   სამეოცდაათორმეტთა მათ თარგმანთანი რომელთა პტოლემეოსის
   ზე მეფისა წიგნები გამოთარგმნეს.


      აწ რაჲთა მიზეზი-ცა იგი თარგმანებისა მის გამოუცხადო ყოველთა,
   რომელ იგი შემდგომად პირველისა მის პტოლემეოსისა,
   მეორე პტოლემეოს მეფობდა ალექსანდრიას რომელი
   იწოდა ძმათ-მოყუარე კეთილის-მოყუარე კაცი
   სიბრძნის-მოყუარე, რომელმან საწიგნენი განჰმზადნა და შეკრიბნნა
   ყოველნი წიგნნი რომელ არიან ქუეყანასა ზედა, მიწერა
   წიგნი და გულის-მოდგინე ყვნა ყოველნი მეფენი ქუეყანისანი და
   ყოველნი ჴელმწიფენი და მწიგნობარნი რომელნი ჴელსა ქუჱშე
   მისსა იყვნეს, რაჲთა არა უდებ ყონ მოძღურებად მისსა ყოველნი
   წიგნნი სიტყჳს-მეცნიერთა და ჴელოვანთა და ბრძენთა და მკურნალთა
   და გამომეძიებელთა და სხუაჲ თუ რაჲმე წიგნები. და
   ვითარცა საქმე იგი განემარჯუა და წიგნები ყოვლისაგან სოფლისა
   შეკრიბა, ჰკითხა მეფემან რომელსა იგი საწიგნე არწმუნა.
   დღესა ერთსა, და თქუა მას: "თუ რაჲოდენი წიგნი შეკრებული
   ძეს საწიგნესა მას შინა". ხოლო მან მიუგო მეფესა მას და ჰრქუა:
   "არს ოთხი ბევრი და ოთხათას და რვაასი წიგნები გინა უმეტეს
   გინა უმცრო. ხოლო გუესმის თუ არს-ღა წიგნები ეთიოპით
    კერძო და ინდოეთით და სპარსეთით ელამიტით ბაბილონით
   ასურელით და ქალდაჲთ, ფინიკიაჲთ და ელამაჲთ.
   ხოლო იერუსალჱმით და ჰურიასტანს არიან საღმრთოჲნი
   წიგნნი წინაჲსწარმეტყუელთანი რომელნი გჳთხრობენ ღმრთისასა
   და სოფლისა დაბადებასა". აწ უკუჱ სათნოჲ არს შენისა
   მეფობისა, წარავლინე მათთჳს-ცა და მიწერე რომელნი იერუსალჱმს
   არიან მოძღუარნი და მოგიძღუანონ რაჲთა იგი-ცა დავდვა
   შენისა კეთილად მსახურებისაჲ საწიგნესა.


      მაშინ წარავლინა მეფემან მიწერა წიგნი სახე ესევითარი,
   "მეფისაგან პტოლემეოსისა მოძღუვართა მაგათ რომელნი
   ხართ იჱრუსალემს ჰურიანი დიდი სიხარული საწიგნე დავჰმბადე
   და მრავალი წიგნები შევიკრიბე თითოეულთა ნათესავთა და
   დავდევ მას შინა. ხოლო მესმა თუ თქუენთა-ცა არიან წიგნნი
   წინაჲსწარმეტყუელთანი რომელნი ღმრთისათჳს და სოფლისა
   დაბადებასა აუწყებენ, აწ ეგენი თანა სხჳთ წიგნებითურთ
   თჳნიერ შურისა და ორგულებისა მომიძღუანეთ, რაჲმეთუ პატივისათჳს
   და არა ხოლო თუ გამოძიებისათჳს გინა თუ თანა
   ბოროტებისა რაჲმეთუ არა ეგევითარისათჳს ვეძიებ არამედ
   სარწმუნოებისათჳს და თქუენისა სარგებელისათჳს მაგათ
   ვეძიებთ. და რომელნი მცირისა ჟამისა წინა ჩუენგან თქუენდა
   კეთილ იქმნა მოიგონეთ. და მოიჴსენეთ რაჲმეთუ ოდეს იგი
   ეპიფანე ანტიოქელთა მეფემან თქუენი ეგე სოფელი წარტყუჱნა
   და მრავალი ტყუჱ განსყიდად ჩუენდა სოფლად მოიყვანნა,
   და მე ყოველნი ფასითა ვიჴსნენ და თითოეულნი მრავალთაგან
   სენთა განვკურნენ, შიშუჱლნი შევმოსენ და ყოველნი
   საგზლითა განუტევენ. და აწ საკურთხეველი ოქროჲსა აღმზადებული
   მრავალთაგან თუალთა პატიოსანთა აღმკული ასისა
   წონილისა ტალანტისა ნაცვალად საკურთხეველისა მის რომელი
   იგი წა()იღო ანტიოქოს მიგიძღუანე მრავლითა სამსახურებელითა
   სხეულად წმიდისა მაგის ადგილისა. და ესე გაუწყე თქუენ
   რაჲთა იცოდით რაჲმეთუ ლოცვისათჳს და კეთილად მსახურებისა
    წიგნებსა მაგას ვითხოვ". და წიგნი იგი წარეძღუანა და
   ძღუჱნი-ცა მათ თანა. მიიღეს წიგნი იგი და წარიკითხეს და
   იხილეს ძღუჱნი იგი. და ფრიად განიხარეს და დაუყოვნებელად
   წიგნები იგი ებრაელებრი ოქროჲთა წერილი მიუძღუანეს ოც და
   ორი წიგნი რომელ იგი საჩინო იყვნეს შჯულისანი, და სამეოც და
   ათორმეტნი წიგნნი რომელნი დაფარულ არიან. ხოლო მეფემან
   დიდითა სიხარულითა მიითუალა და ვერ შეუძლეს წარკითხვად,
   რაჲმეთუ ებრაელებრი წერილი იყო და სიტყუაჲ-ცა ებრაელებრი.


      მეორე წიგნი იიძულა მიწერად სახე ესე: "მეფისაგან
   პტოლემეოსისა კეთილად-მსახურთა მოძღუართა იერუსალჱმისათა
   დიდი სიხარული! ფასისაგან დაფარულისა და
   წყაროჲსაგან დაჴშულისა რაჲ სარგებელ არს ორთაგან-ვე?
   ეგრე-ცა რომელი ესე ჩუენ თქუენ მიერ მოგუჱძღუანა წიგნები
   ჩუენდა ვერ შეძლებითა წარკითხვისა წიგნებისა ამის არა სარგებელ <არს>.
   არამედ ღირს მყვენით თარგმანნი მოვლინებად
   ჩუენდა, რომელნი სიჭაბუკისა ჰასაკსა იყვნენ, და ჭეშმარიტსა
   ებრაელებრისა და ბერძენთა ენასა სწავლულ იყვნენ და წურთილ
   სწავლითა".

      და მას ჟამსა თქუმულნი იგი სამეოცდაათორმეტნი კაცნი
   თარგმანნი გამოარჩჳნნეს მოძღუართა ჰურიათა. მოუვლინნეს
   სახედ მისსა რომელ იგი ყო მოსე რაჟამს აღვიდა მთასა მას
   ბრძანებითა უფლისაჲთა, ვითარცა იგი თქუა ვითარმედ: "წარიყვანენ
   კაცნი სამეოცდაათნი და აღვედ მთად"; და მაშინ გულსა
   მოუჴდა ნუ უკუჱ ერისა მის შორის ჴდომაჲ რაჲმე იყოს, და
   წარიყვანნა ექუს ექუსი კაცი ნათესავად ნათესავადისაჲ, და
   დასძინეს რიცხუსა მას ორი რომელ არიან კაცნი კაცნი
   სამეოცდაათორმეტ. ეგრე-ვე სახედ ესენი-ცა მიავლინნეს რომელთა
   გამოთარგმანნეს ძუჱლნი წიგნნი ფარას ჭალაკსა პირის-პირ
   ალექსანდრიასა ქალაქსა სადა იგი უშენა ოცდაათექუსმეტი
   სენაკი. ოცდაათექუსმეტთა სენაკთა ორ ორი შეაყენა დილულითგან
    მიმწუხრამდის, და მიმწუხრი ოცდაათექუსმეტთა ნავთა
   შესხნის და წიაღ მოიყვანნის ტაძართა პტოლემეოს მეფისათა
   და მის თანა ისერნიან. და ეგრე-ვე ორ ორი თითო სარეცელსა
   დააწვინეს რაჲთა-მცა ვერ შეუძლეს განზრახვად რაჲსა-მე
   ძლიერ[ის], არამედ თჳნიერად ურთიერთას მეცნიერებისა
   თა[]გმანონ. და ესრეთ თარგმანნეს შეყენებულთა ორ ორმან
   სენაკსა და ორ ორი ყრმაჲ მათ თანა შეყენა მსახურებისათჳს
   მათისა და მზა-ყოფად საზრდელი მათთჳს მსწარაფლიად (!) წერისათჳს.
   და სენაკნი იგი მრჩობლ აღაშენნა და სარკუმელნი გუჱრდით
   არა დაუტევნნა. არამედ ზედა საფანელით სანათურნი
   განახუნნა. და ესრეთ შეყენებულ იყვნეს კლიტულსა დილეულითგან
   ვიდრე მწუხრამდე, ვიდრე თარგმანნეს ყოველნი იგი
   წიგნნი ორ ორმან ერთ-სახედ თითოეული წიგნნი. იწყეს დაბადებასა
   და ვითარცა აღასრულიან პირველთა მათ წინაჲსწარმეტყუელთა
   წიგნი იგი, და მისციან მეორეთა წყვილთა,
   და მათგან მესამეთა, და ესრეთ გარემო-მოსლვით (?). და ესრეთ
   თითო წიგნი ^ ჯერ ითარგმანნეს ყოველნი წიგნნი ვითარცა
   იგი ზემორე ითქუა ^-ნი რომელნი ცხადად თქუმულ არიან, და
   სამეოცდაათორმეტნი რომელნი დაფარულ არიან.


      და რაჟამს აღასრულეს. დაჯდა მეფე იგი მაღალთა საყდართა.
   და ^-ნი მკითხუჱლნი დასხდეს მას წინაშე ქუეყანასა.
   შური აქუნდა [ყოველ]თა მათ მწიგნობართა თუ ვითარ ერთ
   სახედ იპოვნეს ებრაელებრისა მისებრ თანა-აქუნდა
   ებრაელებრი-ცა იგი სახე. და ერთმან მან წარიკითხის. და სხუანი
   ყოველნი ისმენდიან წინაშე მეფისა. და არა იპოვა ყოვლად
   ორი [ჴმა], არამედ ღმრთეებისა საკჳრველებისაჲთა საქმე
   [აცნა]ურ არს, ვითარმედ მადლითა სულისა წმიდისაჲთა კაცთა
   ამათ ურთებით ერთად გამოთარგმანეს. და რომელი იგი შეეძინა
   სიტყუაჲ, იპოვა ყოველთაგან შეძინებულ, და რომელი იგი
   გამოეღო სიტყუაჲ არარაჲ საჴმრები აქუნდა. და რომელი იგი
    დასძინეს დიდად საჴმარ იყო. და რაჲთა გამოგიცხადნე შენ
   საკჳრველებანი იგი თუ ვითარ წინამძღურობითა სულისა წმიდისათა
   გამოითარგმანნეს, და ურთიერთას არასადა მივიდნეს.
   რაჲთა ამით-ცა იცოდით და გრწმენეს; სიტყუათა ჩემთა და აწ
   მცირედითა სიტყჳთა გიჩუჱნო თქუენ საქმე. რაჲმეთუ
   ას და ორმეოცესა ფსალმუნსა ესრეთ აქუს ებრაელებრისა ამის
   ებრ: "ადონაჲ ელიქა კარითი ემმაელი ებბითა აკლო", რომელი
   ითარგმანების "უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი ისმინე ჩემი,
   მიმხედენ ჴმასა". ხოლო "ლოცვისა ჩემისასა" არა აქუს ებრაელებრისა
   მის, და ხედავ ვითარ გაკლულევან არს სიტყუაჲ ესე.
   ხოლო სამეოცდაათორმეტთა მათ თარგმანთა შესძინეს
   "ლოცვისა ჩემისასა". და განაცოცხლეს კარგი იგი და თარგმანეს
   "უფალო ღაღად-ვყავ შენდამი, ისმინე ჩემი, მომხედენ ჴმა
   ლოცვისა ჩემისასა". აწ ხედავ ვითარ მართალი ითქმის ფსალმუნი
   ესე, რაჲთა დაირწმუნო ამიერითგან მცირედითა ამით : სიტყჳთა,
   სხუაჲ-ცა იგი ყოველთა შეძინებული თარგმანთა მათ
   მიერ, ვითარმედ კეთილად დაეძინნეს სიტყჳსანი განსამარტებელად
   და სარგებელად. რომელნი იგი მერმე მოვიდოდიან ნათესავნი
   სარწმუნოებისად [!] ღმრთისა, და საღმრთოჲთა მათგან
   ძუჱლისა და ახლისა რჩულისათა მოგებისად [!] ცხორებისა იგი

   მკჳდრობისაჲ

No comments:

Post a Comment